სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ ჟურნალისტებს „სისხლისმსმელი ნაბიჭვრები“ უწოდა და დაემუქრა მათ ახალი შემზღუდავი ზომებით, მათ შორის ეროვნული მედიის ზედამხედველობის სამსახურის შექმნით. იუწყება Politico.
ფიცო სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე მწყობრიდან გამოვიდამას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მას მმართველ კოალიციაში დაძაბულობის შესახებ ჰკითხა.
"საპარლამენტო არჩევნების პირველივე დღიდან ერთი წუთითაც არ მოგვასვენეთ, სისხლისმსმელი ნაბიჭვრებივით წახვედით ჩვენს წინააღმდეგ", - განაცხადა ფიკომ.
მან გამოყო მთავარი დამოუკიდებელი სლოვაკური მედია Denník N, Denník Sme და Aktuality.sk, რომლებიც აკრიტიკებდნენ მის მთავრობას და რომლებთანაც მან შეწყვიტა ყოველგვარი კომუნიკაცია.
„თქვენ თავად კითხულობთ თქვენს სტატიებს? არ მგონია, რომ კითხულობდეთ... ეს არის წმინდა სიძულვილი, თქვენ ეშმაკით ხართ შეპყრობილი“, - თქვა ფიცომ და დაადანაშაულა ჟურნალისტები მაისში მისი მკვლელობის მცდელობაში.
„თქვენ მხოლოდ ზიანი გინდათ, ზიანი და მეტი ზიანი, ამიტომ არის ასეთი ატმოსფერო [საზოგადოებაში]“, - თქვა ფიცომ.
შემდეგ მან ჩამოთვალა სხვადასხვა ზომები, რომლებიც მთავრობამ შეიძლება მიიღოს მედიის წინააღმდეგ, რომელიც, მისი თქმით, „აკეთებს რასაც უნდა... ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე“.
”დადგა დრო, როდესაც ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ”, - თქვა ფიცომ და დასძინა, რომ სლოვაკეთში არის ”მედია-არეულობა”, რომელიც ”არ არსებობს ევროკავშირის არცერთ სხვა ქვეყანაში”.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მხარს უჭერს ეროვნული მედია ორგანოს შექმნის იდეას და სანქციების დაწესებას იმ ჟურნალისტებისთვის, რომლებიც მცდარი ინფორმაციის შემცველი სტატიების შესწორებაზე უარს ამბობენ. მისივე თქით, ყველა ჟურნალისტმა უნდა გაიაროს გადამზადების კურსები.