The New York Times -სა და სიენის კოლეჯის კვლევის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ კამალა ჰარისის მიმართ ამომრჩევლების მხრიდან კეთილგანწყობა გაიზარდა ნდობისა და ცვლილებების სფეროებში, სადაც რესპუბლიკელ კანდიდატ დონალდ ტრამპს ადრე განსაკუთრებული უპირატესობა ჰქონდა.
კამალა ჰარისის რეიტინგი 49 პროცენტს შეადგენს, ტრამპის კი - 47 პროცენტს, მაშინ, როცა სეტქტემბერში ჩატარებულ გამოკითხვებში ორივე კანდიდატს 47 პროცენტი ჰქონდა.
სხვა საკითხებთან ერთად, ერთ თვეში ამომრჩეველთა 9%-მა თქვა, რომ მხარს უჭერს ჰარისს, მაშინ, როცა წინამათი რაოდენობა 5%-ს შეადგენდა.
The New York Times -სა და სიენის კოლეჯის კვლევამ აჩვენა, რომ ამომრჩეველთა 46% მიიჩნევს ჰარისს „კანდიდატად, რომელსაც მოაქვს ცვლილები“, ტრამპის მაჩვენებელი კი 44%-ს შედგენს.
წინა გამოკითხვებში ამომრჩეველთა უმეტესობამ ცვლილებების მომტან კანდიდატად ტრამპი დაასახელა.
ჰარისს ასევე უწოდეს უფრო პატიოსანი და სანდო, ვიდრე ტრამპს.
გარდა ამისა, დემოკრატების კამპანია შეფასებულია, როგორც უფრო სახალისო: ამ აზრს იზიარებს გამოკითხულთა 43%, მათ შორის რესპუბლიკელი ამომრჩევლების 13%.
ამავდროულად, ტრამპმა შეინარჩუნა უპირატესობა ჰარისზე, როგორც „ძლიერი ლიდერის“ მიმართ, თუმცა მცირე სხვაობით, ის ამომრჩეველთა მხრიდან ასევე სარგებლობს ნდობით ეკონომიკის საკითხში.