ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხმათა 59.5%-ს მიიღებდა.
კითხვაზე, საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან? შედეგები ასე გადანაწილდა:
„ქართული ოცნება“ - 59.5%
„ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობა“ - 13.6%
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ (“ახალი“ “დროა“, გირჩი - მეტი თავისუფლება” )- 10.3%
კოალიცია „ძლიერი საქართველო“ („ლელო“, ანა დოლიძის „ხალხისთვის“, ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“ და ლევან ცუცქირიძის „თავისუფლების მოედანი“. - 4.5%
პარტია “გახარია საქართველოსთვის” - 3.8%
იაგო ხვიჩიას „გირჩს“ - 2.7%
პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფოს - 2.5%
სხვა პარტიები - 3 .1%
ამ მონაცემებით, 5%-იან ბარიერს მხოლოდ სამი პარტია ლახავს. ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა, ქვეყნის მასშტაბით პირისპირი ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით 18 სექტემბრიდან 30 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა. გამოიკითხა 1700 ადამიანი. ცდომილება +/- 3%-ია.