ჩვენ არ გვინდა, გვქონდეს 67 სხვადასხვა გენდერი, ოჯახი არის დედა, მამა და შვილები. მე მხარდაჭერას ვუცხადებ საქართველოს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ლუბოშ ბლახამ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„არსებობს აღშფოთება და განრისხება ევროკავშირის ჩარევის გამო საქართველოს სუვერენიტეტში. ეს არის საქართველოსთვის კარნახის მცდელობა. საქართველომ მიიღო კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ექსტრემისტულ იდეოლოგიას. სლოვაკეთში ჩვენ ვართ ტრადიციული საზოგადოება, ისევე, როგორც ეს საქართველოშია. ჩვენ არ გვინდა, გვქონდეს 67 სხვადასხვა გენდერი. ოჯახი არის დედა, მამა და შვილები. ამიტომ, მე მხარდაჭერას ვუცხადებ საქართველოს. შეხედეთ ამერიკულ ნეოლიბერალურ ფონდებს, რომლებიც დიდძალ თანხებს ხარჯავენ იმ მთავრობების ჩამოსაგდებად, რომლებიც არ მოსწონთ. რუსეთი თუ იმავეს გააკეთებს ყველა ხმამაღლა დაიწყებს ყვირილს. ეს აზრს მოკლებულია. თქვენ გეზიზღებათ საქართველო, რადგანაც მას სურს პრაგმატული ურთიერთობა რუსეთთან, საქართველოს სურს დიალოგი და მშვიდობა. ჩვენც ეს გვინდა სლოვაკეთში. სწორედ ამიტომ ესროლა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ ფიცოს ექსტრემისტმა“, – განაცხადა სლოვაკმა ევროპარლამენტარმა.[პირველი არხი]