საქართველო ევროკავშირის 121 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად დაკარგავს - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აქვეყნებს.
„საქართველო დაკარგავს ევროკავშირის დახმარებას 121 მილიონი ევროს ოდენობით ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად.
ყოველწლიურად გამოყოფილი თანხები იმავე წელს მთლიანად არ იხარჯება, შესაბამისად 2022 და 2023 წლებიდან დარჩენილი თანხები, რომელიც უშუალოდ ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, დაიკარგება“, - წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა.