ჩვენ გვიყვარს ევროკავშირი. ეს არის ჩვენი მშვიდობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობის საფუძველი. ეს ნამდვილად გლობალური მშვიდობის პარტიაა, -ასე მიმართა გერმანიის ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა 3 ოქტომბერს, გერმანიის ერთიანობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს.
"საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და 2023 წლის 14 დეკემბერს მე ვიდექი ევროკავშირის ყველა ელჩთან და საქართველოს მთავრობასთან ერთად სცენაზე თავისუფლების მოედანზე უამრავი ხალხის წინაშე - და ჩვენ ყველანი ძალიან ბედნიერები ვიყავით. ოჰ, როგორ შეიცვალა დრო.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ჩიხში შევიდა, საქართველოს ხელისუფლების კურსის გამო. ამ კურსით საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ შეძლებს," - აღნიშნა ელჩმა.