პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია არაფერს ნიშნავს.
მისი განცხადებით, რეზოლუცია "პირიქით, ემსახურება საქართველოს მოქალაქეების კიდევ მეტ მობილიზაციას, რათა მშვიდობას და განვითარებას დაუჭირონ მხარი".
მისივე თქმით, გარე ძალები აქტიურად ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში, რაც ოპოზიციისთვის მაშველი რგოლია.
"ევროპარლამენტის არაერთი მწვავე რეზოლუცია გვახსოვს, რომელიც დეზინფორმაციას ემყარებოდა და მათი რეპუტაციისთვის დიდი სამარცხვინო ლაქა იყო. თუ მსგვას რეზოლუციებს მოეწერა ხელი, მათ ისტორიაში ასევე სამარცხვონო ლაქა იქნება. ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც საქართველოს დემოკრატიული წინსვლის თვალსაზრისით მსოფლიოში 32-ე ადგილი უკავია. ცალკეული პოლიტიკოსები, რომლებიც ნეგატიურ შეფასებებს აკეთებენ, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს მოსყიდული და გლობალური ომის პარტიის დაკვეთას ასრულებენ. ესენი იმ გარე აქტორების დაკვეთის შემსრულებლები არიან, რომელთათვისაც საქართველოს ინტერესები მნიშვნელოვანი არ არის და გარდაუვლად საქართველოს ომში ჩართვა სურთ. ეს გამოქვეყნებული რეზოლუცია არაფერს ნიშნავს – პირიქით, ემსახურება საქართველოს მოქალაქეების კიდევ მეტ მობილიზაციას, რათა მათ მშვიდობას და განვითარებას დაუჭირონ მხარი“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.