რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხერსონი დაბომბეს. დაშავდა ოცი მშვიდობიანი მოქალაქე, ზოგიერთი მათგანი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლდქსანდრ პროკუდინის ცნობით, მტრის ჭურვი მანამდე დანგრეულ სკოლასა და საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. მისივე ინფორმაციით, დაშავებულთა შორის არის ორი მცირეწლოვანი.