დავით ქაცარავამ, აკია ბარბაქაძემ და კახა გოგიძემ პოლიტიკური გაერთიანება ჩვენ დატოვეს, ინფორმაცია ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
“მოგახსენებთ, 2 თვის წინ ოპოზიციციურ პარტია “თავისუფალი არჩევანი-ახალი ალტერნატივა” - ანტიოკუპაციური მოძრაობა “ძალა ერთობაშია”, საზოგადოებრივი მოძრაობა “რეგიონები საქართველისთვის”და საზოგადოებრივ მოძრაობა “რუსთაველის გზა”ს შორის შედგა გაერთიანება, რათა არსებული კოლაბორაციონისტული მთავრობის წინააღმდეგ მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიაში შეგვეტანა ჩვენი წვლილი და საზოგადოების გადაუწყვეტელი ნაწილისთვის შეგვეთავაზებინა ალტერნატივა, რომელიც საერთო ბრძოლაში მოახერხებდა ახალი ამომრჩევლის მოყვანას არჩევნებზე.
ჩვენ გავერთიანდით და საარჩევნო კამპანიაში წარვსდექით პოლიტიკური პარტიით ჩვენ, #23.
გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, წინასაარჩევნო მარათონის ფორმა და მასში ჩვენი პატარა გაერთიანების ჩართულობაზე სტრატეგიული ხედვები და რაც მთავარია სასურველი მიზნისკენ სწრაფვის ფორმები ვერ და არ დაემთხვა ერთმანეთს , ჩვენ სამმა პერსონალურად გადავწყვიტეთ დაგვეტოვებინა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენ“ და გაგვეგრძელებინა ბრძოლა ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ პარტიის გარეთ.
ჩვენ ბევრნი ვართ, უმრავლესობა ვართ , ვინც ვებრძვით ქოცურ რეჟიმს! მოქალაქეები--ვისაც გვინდა ქვეყნის სწორი განვითარება და დემოკრატიის და დასავლური ღირებულებების გამარჯვება ამ ქვეყანაში -ყველას ვუსურვებ ამ არჩევნებში გამარჯვებას. ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ამ ხელისუფლებას!", - წერს დავით ქაცარავა.
დავით ქაცარავამ ახალი პოლიტიკური გუნდი ჩვენ 23 აგვისტოს წარადგინა.