ჩემი აზრით, პროცესი მიდის ძალიან სწორად, პრეზიდენტის ინიციატივა არის დროული, სწორი და ძალიან რაციონალური, სახელები, გვარები და კულუარული განხილვების პროცესი არ არის, ეს არის პროცესი, თუ როგორ შევჯერდეთ სწორ ფორმულაზე, რომ საზოგადოებაში იყოს სტაბილურობის განცდა, – ამის შესახებ „ახალის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც კონსულტაციების დასრულების შემდეგ გვარამიამ განაცხადა, ამომრჩეველს სჭირდება სტაბილურობის განცდა და ერთიანობის დანახვა.
„ყველას ჰყავს თავისი პარტიული არჩევანი, მაგრამ ყველა ერთად უნდა ვამბობდეთ იმას, რაც არის ყველაზე სწორი. ჩვენ მზად ვართ კამათის, დაპირისპირების გარეშე ქვეყანა გამოვიყვანოთ იმ კრიზისიდან, რომელშიც დღეს იმყოფება. ჩვენ ამის ვალდებულება გვაქვს ჩვენი ამომრჩევლის და მომავალი თაობების წინაშე. პრეზიდენტის როლი შეუფასებელია ამ თვალსაზრისით და ძალიან დიდი მადლობა მას, რომ ასეთი რამ აიღო საკუთარ თავზე. კონკრეტული სახელები და გვარები არ დასახელებულა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამომავლოდ ამგვარი რამ მოხდეს. ეს არის გარდამავალი, ტექნიკურიც მცირე დროით არჩეული ადმინისტრაცია. ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება არის უმნიშვნელოვანესი რამ და ნებისმიერი ფორმატი, რომელიც ამის შესაძლებლობას მოგვცემს არის კარგი. ერთადერთი ადამიანი, ვინც ამაზე შეიძლება, პასუხისმგებლობა აიღოს იმგვარად, რომ ყველანი მეტ-ნაკლებად ვიყოთ პროცესებში ჩართული, არის საქართველოს პრეზიდენტი. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ პროცესს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს“, – განაცხადა გვარამიამ.
ამასთან, გვარამიას განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტი დასაჯოს და იმპიჩმენტის პროცედურა ამიტომ წამოიწყო.
„ქართულ ოცნებას“ არ გამოუვა ფოკუსის გადატანა მთავარი საკითხებიდან მათ მიერ მოგონილ პროპაგანდისტულ საკითხებზე. ობების, ძალაუფლების გადანაწილების პროცესი. საქართველოს სჭირდება პრეზიდენტი, რომ არჩევნები ჩატარდეს და ჩვენ ვიცოდეთ ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის პირისგან, რომელიც კონსტიტუციის დაცვის გარანტია, რა მოსაზრება აქვს არჩევნების მსვლელობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გვარამიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს მართავს.