არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება - “ჩემი ხმა ევროკავშირს“ 20 ოქტომბერს, თბილისში მარშს, სახელად - “საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ აანონსებს.
ორგანიზაციის წარმომადგენელის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, მარშთან დაკავშირებით კოალიცია წერილობით მიმართავს თბილისის მერიას და დამატებითი დეტალები უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი.
“20 ოქტომბერს, თბილისში ორგანიზებას ვუწევთ მარშს - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“, რომელზეც გეპატიჟებით ყველას, ვისთვისაც საქართველოს ევროპული არჩევანი მნიშვნელოვანია. ამ საკითხზე წერილობით მივმართავთ თბილისის მერიას, ხოლო დამატებით დეტალებს მოგაწვდით უახლოეს დღეებში", - თქვა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ლონდა თოლორაიამ.