"ქართული ოცნება" დღეს საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას გამართავს. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
"20:00 საათზე, "ქართული ოცნების" გორგასლის ოფისში, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას გამართავს", - ნათქვამია შეტყობინებაში.
შეგახსენებთ, "ქართულ ოცნებას" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის გამართვა 1-ელ ოქტომბერს ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დაგეგმილი პრეზენტაცია გადაიდო.