ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ კევინ ჰოლანდი დაამარცხა
სოლტ-ლეიკ-სიტიში UFC 307-ის ღონისძიების ფარგლებში საშუალო წონით კატეგორიაში ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე ამერიკელ კევინ ჰოლანდს დაუპირისპირდა.
ბრძოლა ქართველი სპორტსმენის გამარჯვებით დასრულდა. მან მოწინააღმდეგე ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. მან ჩემპიონის ქამრისთვის ოქტაგონზე ამერიკელ შონ ო’მალის სძლია.
მიმდინარე წლის თებერვალში ქვემსუბუქი წონის ჩემპიონობა იზეიმა ილია თოფურიამ. მან ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა.