თუ არჩევნებში ხალხი ევროპის მომხრე იქნება, სწრაფად დაგვაბრუნებენ გზაზე, საიდანაც ოცნებამ მოგგვლიჯა - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში ისაუბრა.
"მე მინდოდა სწორედ ამ მომენტში, როცა ვემზადებით არჩევნებისთვის, გამეგო და მეთხოვა მათგან [ევროპელი პარტნიორებისგან], რომ როცა საქართველოს მოსახლეობა თავისას იტყვის და დაადასტურებს იმას, რაც ადრე თქვა ქუჩაში, მაგრამ ახლა დაადასტურებს საარჩევნო ურნაში, რომ საქართველოს მოსახლეობა რჩება ევროპის მომხრედ, [...] დაგვაბრუნებენ ჩქარა იმ გზაზე, საიდანაც მოგვგლიჯა ოცნებამ. ეს დასტური მივიღე. რომ ის გზა არის შეჩერებული მხოლოდ, ჩვენი გადასაწყვეტი არის, არავინ არაფერში ერევა არჩევნებამდე", - თქვა პრეზიდენტმა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მზადყოფნას გამოთქვამენ, არჩევნების შემდეგ საქართველოს ეწვიონ.