საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართულ ქარტიაზე ხელმომწერ პოლიტიკურ პარტიებთან ორშაბათიდან კონსულტაციებს განაახლებს. ამის შესახენ მან ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში ისაუბრა.
პრეზიდენტის განცხადებით, მას უკვე შერჩეული ჰყავს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, რომელსაც გააცნობს პარტიებს. მისი თქმით, მის მიერ შერჩეულ კანდიდატს პოლიტიკური წარსული არ აქვს.
"ორშაბათს მინდა დავიწყო პარტიებთან შეხვედრები, იმისთვის, რომ არჩევნებამდე ცოტა დროა დარჩენილი და დავიწყოთ მოლაპარაკებები კონკრეტულ კანდიდატურებთან დაკავშირებით. პარტიებს ექნებათ საშუალება, რომ წარადგინონ მინისტრობის კანდიდატურები. პოლიტიკოსები, ჯერჯერობით, ამ ეტაპზე - არა. [პრემიერობის კანდიდატურა მყავს შერჩეული] ამ ნიშნით - პროფესიონალი, სანდოობით აღჭურვილი, მე მგონი ყველასთვის მისაღები", - ამბობს ზურაბიშვილი.