ტელეკომპანია “ფორმულას დაკვეთით”, კვლევითმა კომპანია Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის მორიგი გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, პარტიების რეიტინგები ალოკაციით, შეწონვის მეთოდით შემდეგნაირად განაწილდა:
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 33%
ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო - 19%
კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა - 13%
ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები - 12%
გახარია - საქართველოსთვის - 11%
ლეიბორისტული პარტია - 4%
გირჩი (იაგო ხვიჩია) - 4%
პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო - 3%
სხვა პარტიები - 1%
ფორმულას ცნობით, კვლევის ფარგლებში პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 200 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
კვლევის შედეგების ცდომილება არის +/- 2.8%, 95%-იანი სანდოობით. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 17-29 სექტემბრის შუალედში.