რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი შამბას აფხაზეთის „გამარჯვების და დამოუკიდებლობის დღე“ მიულოცა.
ლავროვის და შამბას შეხვედრა მოსკოვში გაიმართა.
„გავაგრძელებთ აფხაზეთის დახმარებას სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. შეთანხმებების შესაბამისად, გავაგრძელებთ თანამშრომლობას აფხაზეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და საერთაშორისო პოზიციების გაძლიერებაში“, – განაცხადა ლავროვმა.
ლავროვმა აღნიშნა რუსეთისა და აფხაზეთის „დიპლომატიური მისიების“ ყოველდღიურ კოორდინაცია სირიასა და ნიკარაგუაში.
„ჩვენ ვიკავებთ პრინციპულ პოზიციებს ამიერკავკასიის შესახებ ჟენევის დისკუსიებზე და ხელს ვუწყობთ შეთანხმებებს, რომლებიც საიმედოდ უზრუნველყოფენ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ამ რეგიონში რეალობის, მათ შორის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საფუძველზე“, - დასძინა მან.