დანიგანის განცხადება ნამდვილად არ არის გასაკვირი, ივანიშვილი სახელმწიფო ინტერესზე მაღლა საკუთარ ინტერესებს აყენებს, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ.
"ქართული ოცნება მიაქანებს ამ ქვეყანას სრული იზოლაციისკენ. ბიძინა ივანიშვილმა მთელი ჩვენი სახელმწიფო აიყვანა ტყვეობის ქვეშ, მათ შორის ჰყავს პარტიის რიგი წარმომადგენლები, რომლებსაც უწევთ ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც შეიძლება, ამ წუთის მდგომარეობით მათთვის არასახარბიელო იყოს, რადგან ადამიანებს, წესით და რიგით, არ უნდა უხაროდეთ სანქციების ქვეშ დარჩენა. ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან ბიძინა ივანიშვილი მხოლოდდამხოლოდ თავისი და საკუთარი ოჯახის ინტერესებით მოქმედებს, ასე რომ, ქალბატონი დანიგანის განცხადება ნამდვილად არ არის გასაკვირი, ივანიშვილი სახელმწიფო ინტერესზე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებზე მაღლა საკუთარ ინტერესებს აყენებს", - განაცხადა სანიკიძემ.