„ქართული ოცნება“ პირდაპირ ადებს ხელს ჩვენს დასავლელ მოკავშირეებს, რომ ისინი აპირებენ ჩვენს ქვეყანაში არეულობის მოწყობას, დაძაბულობის შექმნას. ამ ვითარებაში კი ნამდვილად არ არის გასაკვირი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან ასეთი მკაფიო განცხადებები.“ - განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიის პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ.
ლევან სანიკიძე გამოეხმაურა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელთა მისიის განცხადებას, რომლის თანახმად, „ქართული ოცნება“ აპირებს არჩევნების მოპარვას.
„ნამდვილად ეს არის უპრეცედენტო განცხადებების კასკადი, რასაც ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან ვისმენთ, როგორც ჩვენი ამერიკელი, ისე ევროპელი მეგობრებისგან, თუმცა ეს ნამდვილად არ არის გასაკვირი მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ პირდაპირ ადებს ხელს ჩვენს დასავლელ მოკავშირეებს, რომ ისინი აპირებენ ჩვენს ქვეყანაში არეულობის მოწყობას, დაძაბულობის შექმნას. ამ ვითარებაში ნამდვილად არ არის გასაკვირი ის, რომ მათი მხრიდან კეთდება ისეთი მკაფიო განცხადებები. ხაზს ვუსვამ იმ ფაქტსაც, რომ ისინი არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ უჭერენ მხარს, ისინი მარს უჭერენ ქართველი ხალხის ურყევ ნებას დაბრუნდეს იმ გზაზე, რომელ გზაზეც საუკუნეების განმავლობაში იყო და ეს გზა არის ჩვენი ქვეყნის ევროპული გზა, ევროინტეგრაციის გზა და ჩვენი ქვეყნის რეალურ სამშვიდობოზე გაყვანა.“. - განაცხადა ლევან სანიკიძემ,