“ქართული ოცნების” მხარდამჭერთა კლუბს ექიმი თემურ მიქელაძე უხელმძღვანელებს.
"პირველ რიგში, მოვდივარ ჩემს მეგობრებთან, მოვდივარ ისეთ მეგობრებთან, რომლებიც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მომავალს სიმშვიდით, ღირსებით შეიყვანენ ევროკავშირში. ჩვენ გვექნება სიმშვიდე და ყველაფერი ჩვენი ბედნიერი მომავლისთვის და მომავალი თაობისთვის კეთდება...
ჩემთვის პატივია ჩემს მეგობრებთან მოსვლა იმიტომ, რომ მე ვიცი, ჩემი მეგობრები რას გააკეთებენ ზოგადად. მთავარია სიმშვიდე, მთავარია ბედნიერი მომავალი. ჩვენი შვილები ღირსებით უნდა შევიდნენ ევროკავშირში პირველ რიგში და მე ამაში დარწმუნებული ვარ, იმიტომ ვარ აქ. რომ არ ვიყო დარწმუნებული - არ ვიქნებოდი," - ამბობს მიქელაძე.
ქართული ოცნების მხარდამჭერთა კლუბი დღეს, 3 ოქტომბერს გაიხსნა.