მინდა გავაფრთხილო ხელისუფლება, რომ დღეს ამომრჩეველი ისე არის მოტივირებული, როგორც არასდროს და მათ არჩევანს ხელი არ შეეშლება, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრიმაცესკო-ში დავით კირთაძემ განაცხადა.
დავით კირთაძის განცხადებით, არსებობს მტკიცებულებები, რომ „ოცნება“ საჯარო მოხელეებზე სისტემატიურ ზეწოლას მუდმივად ახორციელებს.
„გვაქვს კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ „ოცნება“ საჯარო მოხელეებზე სისტემატიურ ზეწოლას მუდმივად ახდენს. აშინებენ და ემუქრებიან სკოლებისა და ბაღების პედაგოგებს და მუნიციპიპალიტეტებში დასაქმებულ სხვა ადამიანებს. თუ ისინი არ იქნებიან „ოცნების“ პოლიტიკურ მორჩილებაში, მაშინ სამსახური უნდა დატოვონ.
მოვუწოდებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აღნიშნულ საკითხზე რეაგირებას, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მაგრამ ამავდროულად მინდა გავაფრთხილო ხელისუფლება, რომ დღეს ამომრჩეველი ისე არის მოტივირებული, როგორც არასდროს და მათ არჩევანს ხელი არ შეეშლება.“ - განაცხადა დავით კირთაძემ.