სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა სურს.
ფიცოს თქმით, თუ ომი უკრაინაში „მ ხელისუფლების მანდატის პერიოდში დასრულდება“, ანუ 2027 წლამდე, „ყველაფერს გააკეთებს რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკური და ნორმალური ურთიერთობების აღსადგენად.
„ევროკავშირს სჭირდება რუსეთის ფედერაცია, რუსეთის ფედერაციას სჭირდება ევროკავშირი, ჩვენ ძალიან ვიზრუნებთ უკრაინასთან მეგობრულ ურთიერთობებზე“, - განაცხადა სლოვაკეთის პრემიერმა.
მან ასევე გაიმეორა, რომ უკრაინაში კონფლიქტს არ აქვს სამხედრო გადაწყვეტა და ბევრი პოლიტიკოსი უკვე ლაპარაკობს უკრაინასთან დაკავშირებით კომპრომისების აუცილებლობაზე დამაგალითად მოიყვანა მეზობელი ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი.
შეგახსენებთ, პაველმა ახლახან განაცხადა უკრაინაში ომის დასრულების შესაძლებლობის შესახებ მისი ყველა ტერიტორიის დეოკუპაციის გარეშე.