ოთხი პროევროპული პარტიაა, რომლებსაც, გამოკითხვების მიხედვით, შეუძლიათ ხმების 60%-მდე აღება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა euronews-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ოთხი პროევროპული პარტიაა, რომლებსაც, გამოკითხვების მიხედვით, შეუძლიათ ხმების 60%-მდე აღება და კოალიციის ჩამოყალიბება, ყოველ შემთხვევაში, პარლამენტში მაინც. მე შევთავაზე ამ პარტიებს გაერთიანება, არა ერთმანეთთან, რადგან ისინი განსხვავებული პოლიტიკური ოჯახის წევრები არიან, არამედ "ქართული ქარტიის" გარშემო, რაც ევროპულ გზაზე დაბრუნების საშუალებაა. ამ ოთხმა პარტიამ ხელი მოაწერა ქარტიას, რაც, პრაქტიკულად მათი სამოქმედო გეგმაა მომდევნო ცხრა თვის მანძლზე, რათა მოხდეს ევროპელ პარტნიორებთან ხელახლა დაახლოება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.