საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ხვდება. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორ ლიდერს შორის აუდიენცია საფრანგეთში, ელისეს სასახლეში მიმდინარეობს.
მანამდე, 2 ოქტომბერს ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს და ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.
პრეზიდენტი იმყოფებოდა გერმანიაშიც, სადაც პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა, რის შემდეგაც პოლონეთში პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან გამართა შეხვედრა.