"მივმართავ ივანიშვილს, კობახიძეს - თქვენ მარცხდებით და ახლა ცდილობთ, ასეთი გზით, ასეთი ხრიკებით, რამენაირად გამოასწოროთ მდგომარეობა? თქვენ რა უბედურება გამოაკარით ამ ბილბორდებზე, მთელი მსოფლიო აღშფოთებულია.” - ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილის დავალებით, კომპანია ვისოლი “ერთიანობის” ბილბორდებს ქალაქში არ ანთავსებს, რაც “ოცნების” მარცხს ვერ უშველის:
"დღეს საბოლოოდ მივიღეთ ინფორმაცია, რომ კომპანია “ვისოლი” ოცნების დავალებით არ გვიკრავს ბილბორდებს ქალაქში, რომელზეც არის ჩვენი გზავნილი ქართული საზოგადოებისთვის. ბილბორდების შინაარსი არის, რომ “ერთიანობამ” უნდა გაიმარჯვოს, იმისთვის, რომ წავიდეთ ევროკავშირისკენ და N1 ამოცანა გვაქვს, რომ მოვიშოროთ ოცნება და ივანიშვილი.
მე მივმართავ “ოცნების” წარმომადგენლებს, ბიძინა ივანიშვილს, რისი გეშინიათ? რატომ მიმართავთ ასეთ ხრიკებს? მივმართავ კომპანია “ვისოლს”, გამოდით და თქვით, არის თუ არა კონტრაქტი დადებული, არის თუ არა თანხა ჩარიცხული თქვენს ანგარიშზე და რა უფლებით არ აკრავთ ამ ბილბორდებს საქართველოში?! ხელისუფლებიდან წასვლისთვის, ბილბორდების არ გაკვრა, ვერ გიშველით.
ეს ხრიკები ოცნებას ვერცერთ შემთხვევაში ვერ უშველის, მივმართავ ივანიშვილს, კობახიძეს - თქვენ მარცხდებით და ახლა ცდილობთ, ასეთი გზით, ასეთი ხრიკებით, რამენაირად გამოასწოროთ მდგომარეობა? თქვენ რა უბედურება გამოაკარით ამ ბილბორდებზე, მთელი მსოფლიო აღშფოთებულია. ჩვენ კი ვამბობთ იმას, რაც სიმართლეა. დიახ, იმისთვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, უნდა მოვიშოროთ ივანიშვილი და ოცნება. უნდა მოვიშოროთ იმისთვის, რომ გავხდეთ ევროპის სრულუფლებიანი წევრი, მივიღოთ 14 მლრდ, განვავითაროთ ეკონომიკა, ავაშენოთ ქვეყანა და ამას წინ ეღობებით თქვენ. ამიტომ, ნუ გეშინიათ, მოემზადეთ დამარცხებისთვის, ეს ხრიკები თქვენ ვერცერთ შემთხვევაში ვერ გიშველით", - განაცხადა ვაშაძემ