რუსეთის ძალებმა 3 ოქტომბერს, გამთენიისას ქალაქი ხარკოვი დაბომბეს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მტრის ჭურვი ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა, დაზიანდა მეოთხე და მეხუთე სართულები, ავტომობილები.
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, დაშავებულია 10 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი.
ამასთან, ტერეხოვი იუწყება, რომ რუსებმა დააზიანეს მაღალი ძაბვის გადამცემი ელექტროხაზები, რის გამოც მოსალოდნელია შეფერხებები ელეტქროენერგიის მიწოდებაში.