მოახლოებული არჩევნები გადამწყვეტი გამოცდა იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის და გადამწყვეტი მომენტი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავლისთვის, - ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლეიენი X-ზე საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება
"ძვირფასო პრეზიდენტო, მე დიდ პატივს ვცემ თქვენს ერთგულებას საქართველოს ევროპული გზისადმი. ჩვენი შეხვედრა ხდება მნიშვნელოვან მომენტში - მოახლოებული არჩევნები გადამწყვეტი გამოცდა იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის და გადამწყვეტი მომენტი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავლისთვის", - წერს ფონ დერ ლაიენი.