ჩვენი პარტნიორები ძალიან კარგად ხედავენ იმ ძირგამომთხრელ სამუშაოს, რომლითაც დაკავებულია "ქართული ოცნება" საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ განაცხადა.
საბა ბუაძის თქმით, ამიტომ, ხელისუფლებას, როგორც საქართველოს პარტნიორები, ისე ქართველი ხალხი დაადებს მთავარ სანქციას.
„ჩვენი პარტნიორები ძალიან კარგად ხედავენ იმ ძირგამომთხრელ სამუშაოს, რომლითაც დაკავებულია "ოცნება" საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ხედავენ, რომ ივანიშვილი ცდილობს საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევას და რუსეთის პირისპირ დატოვებას და ზუსტად ამ ძირგამომთხრელი საქმიანობიდან გამომდინარე, ვხედავთმ რომ ძალიან კონკრეტული ნაბიჯები იდგმება აი ამ მოღალატეობრივი ძალის წინააღმდეგ და რასაკვირველია არსებობს მოლოდინი, რომ ეს სანქციები კიდევ უფრო გაღმავდება და "ოცნებას", როგორც ჩვენი პარტნიორები დაადებენ სანქციებს, ისე ქართველი ხალხი დაადებს მთავარ სანქციას", - განაცხადა საბა ბუაძემ.