პრეზიდენტი სააკაშვილი მხოლოდ იმისთვის იხდის სასჯელს, რომ მას შეუძლია ამ რეჟიმის დამარცხება, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, სააკაშვილის თავისუფლების შემთხვევაში ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა ივანიშვილის ჩამოშორება ხელისუფლების სადავეებიდან.
„საქართველოს მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ ერთი მარტივი ჭეშმარიტება, რომ ექსპერიმენტების დრო 26 ოქტომბერს აღარ იქნება. კონკრეტული ხმის გარისკვა საქართველოს მოქალაქეებმა არ უნდა მოახდინონ და ვგულისხმობ შემდეგს, რომ „ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობაში“, 5 ნომერში იქნება ყველაზე დაცული მოქალაქის ევროპული ხმა, ამიტომ მე მინდა მოვუწოდო ყველას, რომ უმნიშვნელოვანესია თქვენი ხმა იყოს დაცული და თქვენი ხმა უბრალოდ არ გადააგდოთ ან არ მისცეთ ივანიშვილს, ამიტომ არ უნდა ჩავატაროთ ექსპერიმენტები და ამიტომ უნდა გაიმარჯვოს ერთიანობამ, რომელიც უზრუნველყოფს ამ ხმის გარანტირებულად დაცვას და სხვა ყველა შემთხვევაში, რომ არსებობს რისკი, რომ ეს ხმა მოხვდეს შემდეგ ივანიშვილის კალათაში, ვგულისხმობ პროცენტულ ბარიერებს და ა.შ. ყველას კარგად ესმის, რომ დღეს პრეზიდენტ სააკაშვილი მხოლოდ იმისთვის იხდის სასჯელს, რომ მას შეუძლია ამ რეჟიმის დამარცხება. მისი თავისუფლების შემთხვევაში ცხადია, ბევრად უფრო მარტივად იქნებოდა ივანიშვილის და საქართველოს სახელმწიფო მტრების ჩამოშორება ხელისუფლების სადავეებიდან. სწორედ ამიტომ არის პრეზიდენტ სააკაშვილი ტყვეობაში, სწორედ ამიტომ არ ეძლევა მას საარჩევნო კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა,მაგრამ კიდევ გავიმეორებ, რომ მიხეილ სააკაშვილის, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ არის გარანტირებულად დაცული ევროპული ხმა ჩვენი მოქალაქისთვის.“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა