საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონპროექტთა პაკეტს ხელი არ მოაწერა და პარლამენტს დაუბრუნა.
როგორც ცნობილი ხდება, პარლამენტისთვის დაბრუნებელი კანონპროექტი არ შეიცავს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტს მასზე ვეტო არ გამოუყენებია.
მოქმედი კანონმდებლობით, ასეთ შემთხვევაში, კანონპროექტს ხუთი დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.
პარლამენტმა "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით 17 სექტემბერს მიიღო.
კანონპროექტთა პაკეტს, რომელიც ზღუდავს ლგბტქ უფლებებს, მკაცრად გამოეხმაურა ევროკავშირი, ბრიტანეთისა და საფრანგეთის საელჩოები და სხვები.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა საქართველოს მოუწოდა, გაიწვიოს ბორელი საქართველოს მოუწოდებს, გაიწვიოს კანონთა პაკეტი, რომელიც ზღუდავს ლგბტ უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას.
საფრანგეთის ელჩის საქართველოში შერაზ გასრის განცხადებით, ანტი-ლგბტ კანონი კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია ევროკავშირის გზაზე.
საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს განცხადებით კი, კანონპროექტი ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.