უკრაინა იბრძვის არამხოლოდ საკუთარი დამოუკიდებლობის, სუვერენობის, თავისუფლებისა და მშვიდობისთვის, არამედ იბრძვის ყველასთვის – მთლიანად ევროპისთვის და მათ შორის, ჩვენთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან ერთობლივი განცხადებისას აღნიშნა.
ევროპამაც და ამერიკამაც კარგად იცის, მაგრამ ჩვენც, ქართველებმაც ვიცით, რომ უკრაინა იბრძვის არამხოლოდ საკუთარი დამოუკიდებლობის, სუვერენობის, თავისუფლებისა და მშვიდობისთვის, არამედ იბრძვის ყველასთვის – მთლიანად ევროპისთვის და მათ შორის, ჩვენთვის, ყველა იმ ქვეყნისთვის, ვინც რუსეთის მეზობლადაა და ვისაც უკვე გამოცდილი აქვს რუსეთის აგრესია. ევროპაში მშვიდობა შეიძლება მხოლოდ რუსეთმა დაარღვიოს. ევროპა შეიქმნა მშვიდობისთვის, ევროპაში ერთამენთის წინააღმდეგ არცერთი ომი ყოფილა და მითუმეტეს, რუსეთთან მიმართებაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღეს მონაწილეობა მიიღო ვარშავის უსაფრთხოების ფორმუში, სადაც სწორედ უკრაინაში მიმდინარე ომზე, ასევე, ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოების გამოწვევებზე იყო მსჯელობა.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმია და მასში მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტისთვის დიდი პატივია. უნდა ითქვას, რომ საქართველში არსებული ვითარება და საქართველოს მომავალი ევროპის რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რაც დღეს ძალიან კარგად გამოჩნდა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.