26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს და დაიბრუნებს მის ევროპულ მომავალს, გავხსნით გაწევრიანების მოლაპარაკებებს ევროკავშირთან და მოვიპოვებთ წვდომას გაწევრიანების პროცესისთვის განსაზღვრულ მილიარდობით ევროს ფონდებზე, რაც ხელს შეუწყობს ქართველი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებას. როგორც საქართველოში ვამბობთ, ძალა ერთობაშია და ძალა ევროპაშია. გმადლობთ საქართველოს მეგობრობისთვის, - ამის შწესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდოამრემ, თინა ბოკუჩავამ ევროპის სახალხო პარტიის ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ბრიუსელში ,ევროპის სახალხო პარტიამ, საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომელსაც ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის საგარეო მდივანი ზურა ჭიაბერაშვილი დაესწრნენ.
რეზოლუცია ხაზს უსვამს, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას საქართველოს მომავლისთვის. აღნიშნავს იმ უზარმაზარ რეგრეს რაც ქართული ოცნების პირობებში მოხდა საქართველოში და რამაც ქვეყანა იზოლაციაში შეიყვანა, რეზოლუცია მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებს რომ გვერდში დაუდგნენ ქართველ ხალხს ამ მნიშვნელოვანი არჩევნების წინ, რათა ქვეყანა 26 ოქტომბრის შემდგომ უკვე ახალი მთავრობის პირობებში სწრაფად გამოვიდეს ამ იზოლაციიდან და ქართველ ხალხს გაეხსნას პერსპექტივა ევროპული მომავლისკენ.
რეზოლუციაში ასევე ხაზგასმულია ის შესაძლებლობები, რაზეც საქართველოს დაუყოვნებლივ ექნება წვდომა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნისთანავე, მათ შორის, ევროკავშირის სტრუქტურულ ფონდებზე სამართლებრივი სისტემის, ფინანსური ინსტიტუტების, ინფრასტრუქტურისა და სოციალური სერვისების ჰარმონიზაციისთვის, რათა მოხდეს საქართველოს თითოეული მოქალაქის ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესება.“
ევროპის სახალხო პარტიის სხდომაზე ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სიტყვით წარსდგა, რომელმაც მადლობა გადაუხადა ევროპის სახალხო პარტიას, ქართველი ხალხისა და საქართველოს ტრადიციული მხარდაჭერისთვის და განაცხადა რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი იმარჯვებს და იმარჯვებს იმისათვის, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროპული და ევროატლანტიკურ განვითარების გზას, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა ევროპის სახალხო პარტიის წევრია 2007 წლიდან და ამ პლატფორმას დიდი ხანია იყენებს საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად.
„მადლობას ვუხდი ჩვენს ჩეხ კოლეგებს საქართველოს შესახებ რეზოლუციის ინიციირებისთვის და მოვუწოდებ პატივცემულ კოლეგებს, მხარი დაუჭირონ ამ მნიშვნელოვან რეზოლუციას.
როგორც იცით, საქართველო იმყოფება გზაჯვარედინზე ისტორიული საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც გადაწყვეტს ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და ევროპული მომავლის ბედს.
ერთის მხრივ, ჩვენ გვყავს თავისუფლებისმოყვარე ხალხი, რომელიც მამაცურად ისწრაფვის ევროპული მომავლისკენ, ხოლო, მეორეს მხრივ, გვყავს რუსეთში გამდიდრებული მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის მართული ხელისუფლება, რომელიც ახდენს დასავლეთის დემონიზებას, ძირს უთხრის საქართველოს ევროინტეგრაციას, იმუქრება დემოკრატიული ოპოზიციის კანონგარეშე გამოცხადებით, აპატიმრებს ყველაზე პროდასავლელ პოლიტიკოს მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით, ავიწროებს სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს, განსხვავებული აზრის ჩახშობის მიზნით, ბრუტალური ძალადობით არბევს მშვიდობიან დემონსტრაციებს, და ავტორიტარ მმართველებში ეძებს მეგობრებს.
26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს და დაიბრუნებს მის ევროპულ მომავალს, გავხსნით გაწევრიანების მოლაპარაკებებს ევროკავშირთან და მოვიპოვებთ წვდომას გაწევრიანების პროცესისთვის განსაზღვრულ მილიარდობით ევროს ფონდებზე, რაც ხელს შეუწყობს ქართველი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებას.
როგორც საქართველოში ვამბობთ, ძალა ერთობაშია და ძალა ევროპაშია. გმადლობთ საქართველოს მეგობრობისთვის.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.