საქართველოს პრეზიდენტი მარკ რუტეს ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავებას ულოცავს. დარწმუნებული ვარ, თქვენ ევროატლანტიკური მისწრაფებებისკენ სწრაფვაში ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებთ, - აღნიშნავს მისალოც ტექსტში სალომე ზურაბიშვილი.
“მარკ რუტეს ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავებას ვულოცავ! თქვენი ხელმძღვანელობა ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად კრიტიკულ მომენტში ხდება. დარწმუნებული ვარ, თქვენ ევროატლანტიკური მისწრაფებებისკენ სწრაფვაში ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებთ,- წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
დღეს, მარკ რუტემ ნატო-ს გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.