"ქართული კოშმარი" ხელისუფლებაში დარჩენისთვის ყველაფერს აკეთებს", - გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" განცხადებას ეხმიანება.
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნებს თავად ორგანიზაციის სახელით ვეღარ დააკვირდება.
"ქართული კოშმარი" ხელისუფლებაში დარჩენისთვის ყველაფერს აკეთებს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის დამოუკიდებელი დაკვირვება აუცილებელი წინაპირობაა", - წერს მიხაელ როთი X-ზე.