საქართველოს მთავრობა საფრთხეს უქმნის ევროინტეგრაციის ისტორიულ შესაძლებლობას, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი X-ზე წერს. ის სალომე ზურაბიშვილისა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შეხვედრას ეხმიანება.
"დღეს, ბერლინში, პრეზიდენტი შტაინმაიერი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს. მან მადლობა გადაუხადა სალომე ზურაბიშვილს ევროინტეგრაციის მკაფიო მხარდაჭერისთვის და მწუხარება გამოთქვა ამ პროცესის ჩავარდნის გამო. საქართველოს მთავრობა საფრთხეს უქმნის ისტორიულ შესაძლებლობას", - წერს ელჩი.