სირცხვილი არ ჰქვია ამას , კანონის უგულებელყოფა, ადამიანების საარჩევნო უფლების უარყოფა, სისხლის სამართლის საქმეა! - ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი საზღვარგარეთ მხოლოდ 60 საარჩევნო უბნის გახსნას.
ამის შესახებ გადაწყვეტილება ცესკომ გასულ კვირას მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოში ემიგრანტების სახელით, რომლებიც დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნას ითხოვენ, სამი სხვადასხვა სარჩელი შევიდა, თუმცა არც ერთი მათგანი არ დაკმაყოფილდა.
ცნობისთვის, მოლდოვა 20 ოქტომბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმისთვის საზღვარგარეთ 37 ქვეყანაში 228 საარჩევნო უბანს გახსნის, 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის კი საზღვარგარეთ, 42 ქვეყნის 53 ქალაქში, 60- საარჩევნო უბანი იხსნება.