“ქართული ოცნება” ცდილობს აამოქმედოს რუსული კანონი და შექმნას ხელოვნური ბარიერი, რათა არასამთავროებო ორგანიზაციებს არ ჰქონდეთ შესაძლებლობა დააკვირდნენ არჩევნებს. - ამის შესახებ „ კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ჩვენ მოვისმინეთ გამჭვირვალობა საქართველოს ღირსეული პოზიცია, რომ არ აღიარებენ ამ აბსურდულ მექანიზმებს, რომ ისინი აუცილებლად დააკვირდებიან არჩევნებს, ივანშვილს არ ესმის ერთი რამ, რომ მას საქმე აქვს არა ცალკეულ პოლიტიკოსებთან, არამედ საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებსაც აქვთ გადაწყვეტილება მიღებული რომ ეს ქვეყანა იქნება ევროკავშირიშ წევრი.
„გვინდა გამოვეხმაოურთ, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს აამოქმედოს რუსული კანონი და შექმნას ხელოვნური ბარიერი, რათა არასამთავრობო ორგანიზაციებს არ ჰქონდეთ შესაძლებლობა დააკვირდნენ არჩევნებს. ჩვენ მოვისმინეთ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ღირსეული პოზიცია, რომ არ აღიარებენ ამ აბსურდულ მექანიზმებს, რომ ისინი აუცილებლად დააკვირდებიან არჩევნებს. ივანიშვილს არ ესმის ერთი რამ, რომ მას საქმე აქვს არა ცალკეულ პოლიტიკოსებთან, არამედ საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებსაც აქვთ გადაწყვეტილება მიღებული რომ ეს ქვეყანა იქნება ევროკავშირის წევრი. ჩვენი კოალიიცს მხარდაჭერა ეკა გიგაურს და საერთშორისო გამჭირვალობას“. - განაცხადა ხოშტარიამ.
კოალიცის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ აღნიშნა, რომ მათ აქვთ მჭიდრო კომუნიკაცია დამკვირვებელ ორგანიზაციებთან და წელს არჩევნებს უპრეცენდეტოთ ბევრი დააკვირდება.
„მხარდაჭერა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს, მიუხედავად იმისა რას მოიგონებს ივანშვილი, რას ეცდება ის აუცილებალდ დასრულდება კრახით. ჩვენ გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია დამკვირვებელ ორგანზიაციბეთან და წელს არჩვნებს დააკვირდება უპრეცენდენტოთ ბევრი დამკვირვებელი.
მინდა ვთხოვო საქართველოს მოქალქეებს, ახლა კიდევ ერთხელ არის იმის ჩვენების დრო ,რომ ივანშვილი ებრძვის ქართველ ხალხს, ახლა არის ერთდ დგომის დრო, გთხოვთ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი პლატფორმა და დარეგისტრირდეღ როგორც დამკვირვებელი. ჩვენ “კოალც ცვლილებისთვის” გთავაზობთ ოპლატფორმას რომ დააკავირდეთ არჩევნებს“, - თქვა ლემონჯავამ.