“სამწუხაროდ, ამ გადაწყვეტილებით აღარ დაგვრჩა სამართლებრივი გზა ამ პრობლემის მოგვარების და ვითხოვთ, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას.” - ამის შესახებ ცესკოს წევრმა ოპოზიციიდან, ანა კობახიძემ განაცხადა, რითაც სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ემიგრანტებისთვის დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით.
მისივე მოთხოვნით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გაავრცელოს ინფორმაცია, თუ რამდენადაა საარჩევნო უბნები შესაბამისად გამართული:
“ვინაიდან, გუშინ სასამართლომ, როგორც მოსალოდნელი იყო, არ გააბათილა ცესკოს განკარგულება, რომლითაც ემიგრანტების 90% უკარგავს შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, სამწუხაროდ, ამ გადაწყვეტილებით აღარ დაგვრჩა სამართლებრივი გზა ამ პრობლემის მოგვარების და ვითხოვთ, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას.
პირველ რიგში, მათგან გვჭირდება პასუხი ამ შეუსაბამობაზე. საგარეო საქმეთა სამინისტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემით 131 091 პირი არის საკონსულო აღრიცხვაზე, ხოლო ცესკოს 25 სექტემბერს სამინისტრომ მიაწოდა 65 000 პირის შესახებ ინფორმაცია, რაც არის დიდი შეუსაბამობა . სწორედ ამ შეუსაბამობებზე ვითხოვთ პასუხს.
და ასევე შეხვედრაზე უნდა მოგვეწოდოს ყველა იმ ქალაქის შესახებ ინფორმაცია, სადაც ცხოვრობენ ქართველი ემიგრანტები. ამის შესახებ იცის სამინისტრომ და გვინდა მოვისმინით სამინისტროსგან, თუ რატომ არ უზრუნველყო მათთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა.
და ბოლოს, იქ, სადაც გაუხსნა უბნები, არის თუ არა შენობები შესაბამისად მოწყობილი, რათა იმ ამომრჩეველს რომლებსაც უწევთ კილომეტრები გაიარონ, რადგან სწორედ სამინისტროს დამსახურებით საარჩევნო უბანი ახლოს არ მდებარეობს, მისცემს თუ არა ხმას რიგების და სხვა დისკომფორტების გარეშე.” - განაცხადა კობახიძემ