უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „გამარჯვების გეგმის“ აშშ-ის პრეზიდენტისა და პარტნიორებისთვის წარდგენის შემდეგ გეგმის გარკვეულ ნაწილს უკრაინელებს გააცნობს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკმა განაცხადა.
„ეს არის პრეზიდენტის გეგმა და, რა თქმა უნდა, როგორც დაპირდა აშშ-ის პრეზიდენტს, პარტნიორებს წარდგენის შემდეგ, ვფიქრობ, მას უკრაინელებს გააცნობს. მაგრამ, რა თქმა უნდა, არის პუნქტები, რომლებიც ძალიან მგრძნობიარეა, ისინი დახურულია. და არა იმიტომ, რომ არსებობს საიდუმლოებები.
ეს ჩვენი ქვეყანაა, ჩვენ ყველანი, მოგეხსენებათ, დღეს, ამ სიტყვის კარგი გაგებით, მართლაც ერთიანი ოჯახი ვართ, რომელშიც საიდუმლო არ შეიძლება იყოს, განსაკუთრებით ომის დროს. მაგრამ მაინც ყველაფერი, რაც საჯარო ხდება, ისმის არა მხოლოდ აქ, უკრაინაში, არამედ მტერსაც ესმის“, - განაცხადა ერმაკმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ამ გეგმის განხორციელება მტრის ტერიტორიაზე. და მისი ნახვა შედეგებში, უკრაინის შეიარაღებული ძალების გამარჯვებებში.
ერმაკმა ასევე გამოთქვა რწმენა, რომ მოქალაქეები გაიგებენ, რომ საჭიროა გამარჯვების გეგმის ზოგიერთი დეტალის დამალვა: „ჩვენი ხალხი ძალიან ჭკვიანია, ხალხს ესმის ყველაფერი და აფასებს ყველაფერს“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელძღვანელმა.