ტელეკომპანია "ფორმულას" გადაცემა "დროება" წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულ 60 პირს შორის კახა კალაძე, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი და დიმიტრი სამხარაძეც არიან.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის 60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათ ოჯახის წევრებს "დემოკრატიის ხელყოფისთვის" სანქციები დაუწესა. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი (“ხარება“), მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, პრორუსული და ძალადობრივი ალტ-ინფოს ორი წევრი - ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.