ვერსად შეიგრძნობ გამარჯვებას ისე, როგორც სამშობლოში, - ამის შესახებ UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოში დაბრუნების შემდეგ თქვა.
"მთელი ცხოვრება ამაზე ვოცნებობდი და ეს ჩემია... ეს ჩვენი საერთო გამარჯვებაა და გპირდებით, რომ კიდევ ბევრჯერ გავაკეთებ რაც გასაკეთებელია", - თქვა მან.
დვალიშვილი სამშობლოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და აეროპორტში შეკრებილ გულშემატკივარს საჩემპიონო ქამარი წარუდგინა.