"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, სოფო ჯაფარიძე დიდ დიღომში მოსახლეობას შეხვდა.“
„ახლა ვიმყოფებით დიდ დიღომში, ვხვდებით მოსახლეობას, უამრავ ადამიანს შევხვდით მთელი დღის განმავლობაში, განწყობა არის მართლაც საოცარი, ადამიანები გამარჯვებისთვის ემზადებიან, ჩვენი მოქალაქეები საქართველოს გამარჯვებისთვის ემზადებიან და დიახ, ქართველი ხალხი, თბილისელები ირჩევენ ევროპულ კეთილდღეობას და 26 ოქტომბერს ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება რუსული მმართველობა, რუსული რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქვეყანას დაჩქარებული წესით შევიყვანთ ევროკავშირში.“- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.