„საქართველოს ხელისუფლება ასრულებს კრემლის დავალებას და მათი მთავარი ინსტრუქციაა, რომ წარსულის გადაფასების დროს ჩვენ ვისაუბროთ არა დანაშაულზე, არა ოკუპაციაზე, არა ეთნოწმენდაზე, რომელიც რეალურად მოხდა, არამედ გაუგებარ დანაშაულებზე ორივე მხრიდან, - ამის შესახე განაცხადა ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით თქვა.
„მე პირდაპირ ვამბობ, რომ ეს არის მთავარი ინსტრუქცია ქვეყნის ბოლო წლების მანძილზე, რომ მოვახდინოთ ლეგიტიმაცია ჩვენი ტერიტორიული დანაწევრების, რომ ვაღიაროთ დამოუკიდებლობა იმ სუბიექტების, რომლებიც არიან აბსოლუტურად არალეგიტიმური, რადგან წარმოადგენენ რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილ რეჟიმებს და წარსულის გადაფასების დროს ჩვენ ვისაუბროთ არა დანაშაულზე, არა ოკუპაციაზე, არა ეთნოწმენდაზე, რომელიც რეალურად მოხდა, არამედ გაუგებარ დანაშაულებზე ორივე მხრიდან.“ - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.