არეულობის მთავარი მიზეზი საქართველოში არის ის, რომ 20-პროცენტიანი პოლიტიკური ძალა ცდილობს დარჩეს ხელისუფლებაში, რაც უკავშირდება ძალიან სერიოზულ გამოწვევას უსაფრთხოების კუთხით ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა „ოცნების“ განცხადებაზე არჩევნებში გარე ჩარევებთან დაკავშირებით
„არეულობის მთავარი მიზეზი საქართველოში არის ის, რომ 20 პროცენტიანი პოლიტიკური ძალა ცდილობს დარჩეს ხელისუფლებაში. ეს არის მიზეზი, რომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს დესტრუქციულ პროცესებს, რადგან ოპოზიცია ბოლომდე პასუხისმგებლობით ეკიდებოდა საქმეს და არასდროს არ გვინდოდა გამწვავება და კანონის ჩარჩოებიდან გასვლა პოლიტიკურ პროცესების. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ როდესაც 20 პროცენტიანი პოლიტიკური ძალა ცდილობს, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, ეს რა თქმა უნდა, უკავშირდება ძალიან სერიოზულ გამოწვევას უსაფრთხოების კუთხით ჩვენი ქვეყნისთვის.“- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.