ივანიშვილმა ომი გამოუცხადა პარტნიორებსა და მეგობრებს, რათა მოსკოვის გვერდით დამდგარიყო - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარიზში, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში დოკუმენტური ფილმის ,,ბუჩამდე იყო აფხაზეთი” ჩვენების გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“კანდიდატის სტატუსმა გარკვეულწილად, მოსკოვის სიბრაზე გამოიწვია, რომელმაც უდავოდ სთხოვა, ან მოსთხოვა უფრო და უფრო ღიად პრორუსულ საქართველოს ხელისუფლებას ეჩვენებინა, თუ რომელ მხარეს პოზიციონირებდა. კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდეგ, პრაქტიკურად იანვრიდან გვაქვს ანტიევროპული და ანტიდასავლური რიტორიკის ტალღები, რაც ადრე დაიწყო; იყო თბილისში მყოფ ელჩებზე თავდასხმა, მაგრამ ამან ბევრად უფრო ოფიციალური, ფორმალური ხასიათი მიიღო, ბატონი ივანიშვილით საათავეში, რომელმაც პრაქტიკულად ომი გამოუცხადა ჩვენს 30 წლის პარტნიორებსა და მეგობრებს, იმისათვის, რომ მოსკოვის გვერდით დამდგარიყო, ბრალს სდებდა რა ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფოს, ქართული ჯარის, პოლიციის ჩამოყალიბებაში, რომ თითქოს მათ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურდათ. თითქოს ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები ეძებდნენ კრიზისის ახალ თეატრს, მაშინ როდესაც ჩვენს რეგიონში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც სულ ახალ ფრონტებს სხნის ყველა მისი მეზობლის წინააღმდეგ, არის და ყოველთვის იყო რუსეთი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.