არჩევნები გაჟღენთილია „კაგებეში“ დაწერილი სცენარით - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ახალი ბანერები რუსული პოლიტიკის განსახიერებაა, რითაც ივანიშვილი და "ოცნება" ქვეყნის დარჩენილი 80%-ის ანექსიას ახდენენ.
ხაზარაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ამ პროვოკაციებს არ წამოეგონ.
„ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" უკვე დიდი ხანია ემსახურება რუსეთის ხელისუფლებას. კრემლს და ყველა არჩევნები, განსაკუთრებით ეს ბოლო არჩევნები, პირდაპირ არის გაჟღენთილი „კაგებეში“ დაწერილი სცენარით. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ის პლაკატები, რომელიც გამოაკრა „ქართულმა ოცნებამ“ და რომელიც არის ერთი-ერთში რუსული პოლიტიკის განსახიერება. მე პირდაპირ მინდა ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, რომ ამ პროვოკაციებზე არ წამოეგონ. ეს არის „კაგებეში“ დაწერილის სცენარი. ეს არის სცენარი, სადაც ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ აკეთებენ ჩვენი ქვეყნის დარჩენილი 80%-ის ანექსიას", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.