რეჟისორ გიზო ჟორდანიას საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მინისტრის პოსტზე ხვალ ბოლო სამუშაო დღე აქვს და თანამდებობას ტოვებს. წულუკიანი ,,ქართული ოცნების" საპარლამენტო სიაშია.
„დღეს ამ სცენაზე ვარ იმიტომ, რომ უნდა დაგემშვიდობოთ. ხვალ მე ბოლო სამუშაო დღე მაქვს. რაც შეეხება ჩვენ ერთად მუშაობს, ამ 3 წლის განმავლობაში - თავიდან, სიურპრიზად, ელდა კი მეცა, მაგრამ ბოლო დღეებში შევმსუბუქდი და ხუმრობის ხასიათზე ვარ. მე არ ვიცი, პარლამენტში რა უნდა ვაკეთო და რატომ მეძახიან ჩემნაირ იურისტს. ცოტა მოხულიგნოს, ენას რომ ჯიბეში არ ინახავს - ეს ხანდახან პრობლემაა. დამიბარეს, მივდივარ და როლიც გაირკვევა, რა მაქვს მონიჭებული“, - თქვა თეა წულუკიანმა.
კულტურის მინისტრად თეა წულუკიანი 2021 წლის მარტში დაინიშნა.
„ქართულმა ოცნებამ" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სიის ათეული 10 სექტემბერს წარადგინა. თეა წულუკიანი მმართველი პარტიის საპარლამენტო სიის ათეულშია.