ამერიკელი სენატორები, ჯიმ რიში, ბენ კარდინი, პიტ რიკეტსი და ჯინ შაჰინი ანტიკორუფციული ბიუროს მიერ, ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად დასახელებას განცხადებით ეხმიანებიან.
არაკეთილსინდისიერია, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დირექტორი, ეკა გიგაური, ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 12 სექტემბრის მოსმენაზე გამოსვლითვის ისჯება.
ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, დასახელდეს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" "გაცხადებული საარჩევნო სუბიექტად".
ეს არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად ემზადებიან საქართველოში მოახლოებული არჩევნებისთვის - ისინი არ მონაწილეობენ საარჩევნო პროცესში, როგორც პარტიები და მხარს უჭერენ საქართველოში დემოკრატიას მიუხედავად იმისა, ვის აძლევს ხმას ხალხი.
არაკეთილსინდისიერია, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დირექტორი, ეკა გიგაური, ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 12 სექტემბრის მოსმენაზე მიცემული ჩვენების გამო ისჯება", - წერია განცხადებაში.