„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გზას გააგრძელებს ევროპული გზით, რადგან ეს ხალხის გადაწყვეტილებაა და ევროპული გზით წასვლა ნიშნავს ბევრი ინვესტიციის შემოსვლას ქვეყანაში, ბევრი სტრუქტურული და სხვა ფონდების არსებობას, რომლებიც გამოათავისუფლებს სხვადასხვა თანხებს სოციალური მიმართულებით და ამაში დარწმუნდებით მაშინ, როდესაც ბარათზე დაგერიცხებათ პენსია.“- „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ – „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა ღონისძიებაზე „ერთიანობა“ -პასუხობს ხალხს“.
„როდესაც საუბრობენ პენსიებზე, განსაკუთრებით ხელისუფლება, რომელი გედავება, რომ რა 14 მილიარდზე საუბრობ და ამის ნაცვლად ჩვენ ვისმენთ არა დაპირებას ხელისუფლების მხრიდან, რომ რამეს გააკეთებ,ს უკეთეს პირობებს შეუქმნის პენსიონერებს, არამედ ჰპირდება იმას, რომ ქვეყანაში ქაოსი უნდა იყოს, ოპოზიცია უნდა გაქრეს, არასამთავრობო სექტორი არ უნდა არსებობდეს, ეს არის დღეს მათი დაპირება და არა უკეთესი ცხოვრება.
რაც შეეხება კითხვას, მარტივ მაგალითს გეტყვით - უამრავი ფული იხარჯება აბსოლუტურად ტყუილად, რადგან ყალბი სამუშო ადგილებია ქვეყანაში შექმნილი, ალბათ ათი ათასობით სხვადასხვა ადგილებში, სადაც ადამიანები არც დადიან ოფისებში, ამ ხელფასს იღებენ იმისთვის, რომ არჩევნებზე მიიყვანონ ხალხი, ამაში იყრება ფული და ეს ძალიან დიდი თანხებია.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროპული გზით წავალთ, რაც არ უნდა მოხდეს, რადგან ეს ხალხის გადაწყვეტილებაა და ევროპული გზით წასვლა ნიშნავს ბევრი ინვესტიციის, ბევრი თანხის შემოსვლას ქვეყანაში, ბევრი სტრუქტურული და სხვა ფონდების არსებობას, რომლებიც გამოათავისუფლებს სხვადასხვა თანხებს სოციალური მიმართულებით და ამაში დარწმუნდებით მაშინ, როდესაც ბარათზე დაგერიცხებათ პენსია,“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.