„სიმბოლურია, რომ მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია იმართება იმ ადგილას, სადაც წლების მანძილზე არაერთი აშშ-ის სენატორი, კონგრესმენი, ევროპარლამენტარი და სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტი ყოფილა, რა დროსაც ისინი ეცნობოდნენ იმ ტრადიციებს, რომლითაც ამაყობს ქართველი ერი.“- ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა მიხეილ სააკაშვილის საკარმიდამოში განაცხადა.
„სიმბოლურია ნამდვილად, როდესაც მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია იმართება დღეს ადგილზე, რომელიც შექმნა მიხეილ სააკაშვილმა ერთადერთი რამის გამო, რომ პოპულარიზაცია მოეხდინა ქართული სოფლის მეურნეობისთვის და წლების მანძილზე ბევრი სტუმარი ყოფილა ამ ადგილას, არაერთი აშშ-ის სენატორები, კონგრესმენები, ევროპარლამენტარები, სხვადასხვა ქვეყნების პრეზიდენტები და სწორედ აქ, ამ ადგილას ადამიანები ეცნობოდნენ იმ ტრადიციებს, რომელიც ტრადიციებითაც ამაყობს ქართველი ერი.“- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
დღეს, მიხეილ სააკაშვილის საკარმიდამოში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის რეგიონული მდივანი გიორგი ბოტკოველი და ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე დაესწრნენ.